კონგრესი 2026
2026 წლის 4-7 მაისს თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება გაერთიანებული სამეცნიერო ფორუმი:
1. ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XV საიუბილეო ეროვნული კონგრესი;
2. ასთმისა და COPD-ის XI ევროპის კონგრესი;
3. V საერთაშორისო კონგრესი კორონავირუსული ინფექცია COVID-19: პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია;
4. საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის, საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს ფოტოდერმატოლოგიის და კანის კიბოს ასოციაციის კონფერენცია;
5. საქართველოს რესპირაციული ასოციაციის სიმპოზიუმი.
კონგრესი ტარდება ჰიბრიდულ ფორმატში და ეძღვნება დარგის მნიშვნელოვან თარიღებს: ასთმის მსოფლიო დღეს, ალერგიის მსოფლიო კვირეულსა და იმუნოლოგიის მსოფლიო დღეს.
კონგრესში მონაწილეობის ფორმა
კონგრესში მონაწილეობა შეგიძლიათ ზეპირი/პოსტერული მოხსენებით ან მოხსენების გარეშე.
კონგრესში მონაწილეობის სარეგისტრაციო თანხა
2025 წლის 10 ოქტომბრამდე:
*მონაწილე, რომელიც არის საკიას წევრი - 250 ლარი;
*მონაწილე, რომელიც არ არის საკიას წევრი - 370 ლარი;
*საკიას 35 წლამდე წევრებისთვის - 120 ლარი.
2025 წლის 10 ოქტომბრიდან 2026 წლის 1-ელ თებერვლამდე:
*მონაწილე, რომელიც არის საკიას წევრი - 290 ლარი;
*მონაწილე, რომელიც არ არის საკიას წევრი - 420 ლარი;
*საკიას 35 წლამდე წევრებისთვის - 150 ლარი.
2026 წლის 1-ელი თებერვლის შემდეგ:
*მონაწილე, რომელიც არის საკიას წევრი - 350 ლარი;
*მონაწილე, რომელიც არ არის საკიას წევრი - 490 ლარი;
*საკიას 35 წლამდე წევრებისთვის - 190 ლარი.
კონგრესის სარეგისტრაციო თანხის ჩარიცხვა ხდება ანგარიშზე:
ასოციაციის რეკვიზიტებია:
ასოციაციის ანგარიში: ს.ს „საქართველოს ბანკი“,
ბანკის კოდი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE79BG0000000818116400GEL
საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაცია
კონგრესზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ფორმა:
https://forms.gle/69poLbud1dzHbJ8bA პუბლიკაცია
საკიას 2026 წლის კონგრესის ფარგლებში შესაძლებელია კონგრესზე მოსახსენებელი მასალის
თეზისის ან სტატიის ფორმით გამოქვეყნება ჟურნალში: "Georgian Biomedical News".
სტატიის მომზადების წესების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალის ვებ-გვერდზე:
www.gbmn.org თეზისის პუბლიკაცია (2025 წლის 10 ოქტომბრამდე)
*მონაწილე, რომელიც არის საკიას წევრი - 150 ლარი;
*მონაწილე, რომელიც არ არის საკიას წევრი - 210 ლარი.
სტატიის პუბლიკაცია (2025 წლის 10 ოქტომბრამდე)
*მონაწილე, რომელიც არის საკიას წევრი - 350 ლარი;
*მონაწილე, რომელიც არ არის საკიას წევრი - 450 ლარი.
კონგრესზე აბსტრაქტის წარდგენის ფორმა
კონგრესზე აბსტრაქტის წარსადგენად შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/9JsDSBMqtavghf268
გთხოვთ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე:
gaaci2014@gmail.com