ჩამოტვირთეთ
2025 წლის 5-8 მაისს ჩატარდება საკია-ის კონგრესი, რომელიც მოიცავს: პლენარულ სესიებს, სიმპოზიუმებს, ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმებს და საერთაშორისო სკოლას.
კონგრესის ჩატარების ადგილი: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
კონგრესის ფარგლებში ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მესამედ ტარდება ალერგიის მსოფლიო ტრეინინგ-სკოლა (WATS). სკოლაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია დარეგისტრირებული იყოთ კონგრესზე და შეავსოთ სკოლაში მონაწილეობის ფორმა. რეგისტრაცია ღიაა 10 აპრილამდე.
კონგრესი ეხმაურება დარგის მნიშვნელოვან თარიღებს:
ასთმის მსოფლიო დღე
ალერგიის მსოფლიო კვირეული
იმუნოლოგიის მსოფლიო დღე
კონგრესში მონაწილეობის ფორმა
კონგრესში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ზეპირ მოხსენებით ან მოხსენების გარეშე.
მონაწილეობის ტარიფები 1 მარტიდან:
*მონაწილე, რომელიც არის საკია-ის წევრი - 290 ლარი;
*მონაწილე, რომელიც არ არის საკია-ის წევრი - 350 ლარი;
*საკია-ის 35 წლამდე წევრებისთვის - 150 ლარი.
ჟურნალში პუბლიკაციის საფასური 10 მარტამდე - 230 ლარი;
*საკია-ის წევრებისთვის - 150 ლარი.
კონგრესში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია.
კონგრესზე რეგისტრაციისთვის: https://forms.gle/RNU9QKCuT6ToSNuM6
ალერგიის მსოფლიო ტრეინინგ-სკოლაში (WATS) მონაწილეობის მისაღებად: https://forms.gle/E5GRmDicANQB8Jne8