ჩამოტვირთეთ
მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტის ნომერი MG-ISE-23-369)
საქართველოს ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაცია (საკია) გულითადად გიწვევთ თბილისში, საქართველო (სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია“ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) 2024 წლის 7 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, რათა მონაწილეობა მიიღოთ საკია-ს საიუბილეო საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაში.
ჩვენი სკოლა-კონფერენციის მთავარია მიზანია თანამედროვე სამეცნიერო და კლინიკური მიღწევების გაზიარება პერსონალიზებული მედიცინის, მონაცემთა გაცვლისა და ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის საშუალებით.
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს მონაწილეობას. თქვენი ექსპერტიზა იქნება მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ცოდნის გაცვლაში ფორუმში მონაწილე მეცნიერებს, პრაქტიკოს ექიმებსა და ახალგაზრდებს შორის.
სკოლა-კონფერენცია გაიხსნება საკიას დაარსების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საზეიმო სხდომით რუსთაველის ეროვნულ თეატრში, რომელზეც სააქტო ლექციას წაიკითხავს ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორი აარონ ჩეხანოვერი.
2024 წლის საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი მოიცავს:
საერთაშორისო სამეცნიერო სკოლის ფარგლებში ჩატარდება პლენარული ლექციები და სესიები, მათ შორის:
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დარგის წამყვანი უცხოელი მეცნიერები. წლევანდელი სამეცნიერო ფორუმი შეკრებს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო, სასწავლო და სამკურნალო–დიაგნოსტიკური დაწესებულებების წამყვან სპეციალისტებს, პრაქტიკოს ექიმებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს.
რეგისტრაცია
შესაძლებელია 1 აპრილიდან ი-მეილის gaaci2014@gmail.com, მობ.: +995 599503220 საშუალებით. ადგილზე რეგისტრაცია - 7 მაისს, 8:30-ზე სასტუმროს რედისონ ბლუ ივერიას ფოიეში და 9 მაისს, 8:30-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
აბსტრაქტები
მოხსენებების აბსტრაქტთა კრებული გამოქვეყნებული იქნება GAACI-ის ვებსაიტზე 2024 წლის 11 მაისს. წარმოდგენილი სამეცნიერო მასალები გამოქვეყნდება ჟურნალში „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“ კონგრესის შემდეგ, წარმდგენის თანხმობით.
სამკერდე ნიშნები (ბეიჯები)
თითოეული მონაწილე იღებს სამკერდე ნიშანს. ეს ბეიჯი ყოველთვის უნდა ატაროთ, რათა მიიღოთ წვდომა ღონისძიებებზე.
სერთიფიკატები
დასწრების სერთიფიკატები გაიცემა 10 მაისს.
ღონისძიების ჩატარების ამსახველი ინფორმაცია.
ღონისძიების ჩატარების ამსახველი ფოტომასალა.